არსად ისე არ მჟღავნდება ეროვნული
სული, როგორც ხალხურ შემოქმედებაში. ეს აღმოჩენა მე-19 საუკუნეს ეკუთვნის
და ამავე საუკუნეში იწყება ზეპირსიტყვიერების ნიმუშების შეკრება ევროპაში.
მე-19 საუკუნეშივე განჭვრიტა ქართულმა ინტელიგენციამ ხალხური შემოქმედების
ფასი და დაიწყო მისი შეგროვება. ამ საქმეს შეალია თავისი ხანგრძლივი
სიცოცხლე პეტრე უმიკაშვილმა.
ქართული ზეპირსიტყვიერება
ერთ-ერთი უძველესი და უმდიდრესი ხალხური შემოქმედებაა. საუკუნეებს
გაუძლეს და ჩვენს დრომდე მოაღწიეს წინაქრისტიანულმა, წარმართობისდროინდელმა
ქართულმა მითებმა: ამირანის, კოპალას, პირქუშის, სამზევარისა და სხვათა
სახით.
ჩვენამდე მოღწეული უამრავი ლექსი, სიმღერა, ზღაპარი თუ
მითი და ლეგენდა, რომელიც ბევრმა იცის ზეპირად, ზუსტად ზეპირი სახითაა
მოტანილი ჩვენამდე. აქედან გამომდინარე მას ვარიანტულობა ახასიათებს: